ქართველი მოზარდების შესრულებული ხალხური სიმღერები NASA-ს კონფერენციაზე

ეს პერსონა

ერისიონის ახალი თაობის კონცერტმა და მათ მიერ შესრულებულმა ხალხურმა სიმღერებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკელებზე. ანსამბლმა "ჩაკრულომ" კონცერტი ვაშინგტონში გამართულ NASA-ს და National Space Society -ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ქართველი მოზარდების სიმღერის მოსმენის შემდეგ ემოცია ვერ დამალა მაიკ მონგომ, რომელიც არის ასტრონავტთა ცნობილი სახელძღვანელოს ავტორი. 

ვაშინგტონური შთაბეჭდილებების შესახებ წერს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში. ის ამჟამად ამერიკაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით. 

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში საქართველო უმასპინძლებს ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალურ დღის წესრიგში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top