დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს მოუწოდებს 5G და 6G ტექნოლოგიებზე მუშაობა დააჩქარონ

ეს პერსონა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს მოუწოდებს 5G და 6G ტექნოლოგიებზე მუშაობა სწრაფად განაგრძონ.

"მე მინდა 5G და კიდევ 6G, ტექნოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც შეიძლება მალე. ეს არის ბევრად უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი და სასურველია, ვიდრე მიმდინარე სტანდარტი. ამერიკულმა კომპანიებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა ან დატოვონ. არ არსებობს მიზეზი, რომ ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ..."

5G ტექნოლოგიას მობილური ოპერატორები სულმოუთქმელად ელიან. 4G-ზე გაცილებით სწრაფი იქნება, თუმცა ამავდროულად არ ეღირება ძვირი, გვპირდებიან ექსპერტები. 5G -ის სიჩქარე 4G-ისთან შედარებით 40 ჯერ სწრაფი იქნება, ასეთი სისწრაფის ქსელი უზრუნველყოფს 5G სმარტფონის მეშვეობით 3D კინოს  6 წამში გადმოწერას, იგივე კინოს გადმოსაწერად 4G ქსელის მეშვეობით საჭირო იქნებოდა 6 წუთი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top