ზაზა სარალიძე ფეისბუქზე პასუხობს ყველას, ვინც მის ოჯახს აგინებს

ეს პერსონა

"ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ ვისაც გეხებათ. ზაზა სარალიძის შვილისნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ." ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა მიმართავს ყველას, ვინც მისგან გმირობას ითხოვს და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს მისი ოჯახის, მოკლული შვილისა და მის წინააღმდეგ. 

"გმირი მაშინ ვიქნებოდი როცა შვილებს და მის მომავალს ადამიანებად ჩამოყალიბებულს შევხედავდი და ქვეყნისთვის გამოსადეგარ მომავალს შევქმნიდი. ჩემი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1 დეკემბერს დასრულდა სირებო." - წერს სარალიძე და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს ყველას: ოპოზიციას, პოზიციას, საზოგადოებას, მიხეილ კალანდიას პაპას ბორის კაკუბავას, ინციდენტში მონაწილე ბავშვების მშობლებს, პროკურორებს, 51-ე სკოლის დირექციას, რომელმაც, სავარაუდოდ, გადამალა მირზა სუბელიანის შვილის დახასიათება, ვინმე ფიფიას, რომელმაც ზაზა სარალიძეს მკვლელების ვინაობა დაუმალა. 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top