გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს

ეს პერსონა

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს

აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ გლდანის რაიონის გამგეობა და მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლიას ინიციატივას 50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა.
ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად თბილისის მერიის მიერ ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება.
ახალი სკვერი 8000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ბავშვთა ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, ველობილიკი, ფეხბურთის სტადიონი, პინგ-პონგის მაგიდები და სხვა სივრცეები მოეწყობა.
სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯეო პარკი“ გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით.

ინფორმაციას საკრებულოს წევრი, გლდანის მაჟორიტარი შალვა ოგბაიძე ავრცელებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top