რას წერს ია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილზე

2005 წელს დიდუბის სპეცოპერაციისას მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დღევანდელ სტატუსს სტატუსითვე პასუხობს.

ია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილს ბუტას სიკვდილში ადანაშაულებს, რადგან ბუტა რობაქიძე სწორედ ოქრუაშვილის შსს-ს მინისტრობის პერიოდში დაიღუპა. 

"ბიძინასთვის კი არა, მიშასთვის გაგერთულებინა ცხოვრება თუ შეგეძლო" - წერს ია მეტრეველი და ოქრუაშვილს 2007 წლის მოვლენებს ახსენებს, როდესაც ოპოზიციაში წასული ოქრუაშვილი სააკაშვილის მმართველობისას დააპატიმრეს და შემდეგ სატელევიზიო აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს. ამ ჩვენებაში ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ ნათქვამი ყველა ბრალდება. 

დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა და ქვეყანას ივანიშვილისგან გათავისუფლება დაპირდა

0
0
0
0
0
ეს პერსონა
Top