ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლებს

ეს პერსონა

ბათუმში აღმოასვლეთ პარტნიორობის პირველი ფორუმი გაიმართება. კონფერენციაზე მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. კონფერენციის მთავარი სტუმარი იქნება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. კონფერენციას დაესწრებიან ევროკომისიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები, პოლიტიკური ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.


ფორუმი განიხილავს ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გავლენას ექვსი პარტნიორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული ინვესტიციების ხელშეწყობას ოთხ ძირითად სექტორში: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top