ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა

ეს პერსონა

ოდესის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანძარი სარეცხის საშრობი ბლოკიდან გავრცელდა - ამის შესახებ დღეს კიევში საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. არ არის გამორიცხული, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩენილიყო - მიაჩნიათ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, 10 ივნისს ხანძარი საავადმყოფოში შეგნებულად გააჩინეს. ხანძრის შედეგად 5 პაციენტი და ერთი მედდა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top