გიორგი გახარიამ პოლონელი კოლეგა მიიღო

ეს პერსონა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს - იაროსლავ შიმჩიკს ​შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი გახარიამ და იაროსლავ შიმჩიკმა ხაზი გაუსვეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

 

0
0
0
0
0
ეს პერსონა
Top