ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადა სასურველია არ გადაიდოს

ეს პერსონა

ინფრასტრუქტურის მინისტრს იმედი აქვს რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

კონსორციუმი საამისოდ დამატებით 6 თვეს ითხოვს. 

პორტის მშენებლობის ვადა არის დადგენილი ხელშეკრულებით 2020 წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, არავისთვის არ არის სასურველი გადავადება. თუმცა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად ვადებს გაგრძელება, სავარაუდოდ, აისახება პორტის მშენებლობის ვადებზეც. თავის მხრივ, ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც საკრედიტო ორგანიზაციებს ჰქონდათ კონსორციუმთან და მთავრობასთან, მთავრობამ თანხმობა განაცხადა - ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პორტის მნიშვნელობის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ისაუბრა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top