მოსკოვში აქციაზე პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავეს

ეს პერსონა

ალექსეი ნავალნი დღეს ჟურნალისტ ივან გალუნოვის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობისას დააკავეს. სამართალდამცველებისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ აქციის 90 მონაწილეა დაკავებული. ჟურნალისტი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ბრალდებული, თუმცა, ბრალის დაუმტკიცებლობის გამო მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.

დაკავების შემდეგ ალექსეი ნავალნიმ ტვიტერზე სტატუსი გამოაქვეყნა:

"ეჭვი მაქვს, რომ პუტინსა და საბიანინს ძალიან სჭირდებათ ჩემი ერთი თვით იზოლირება, რადგან მოსკოვის საკრებულოს არჩევნებისთვის მხარდაჭერა და მედიარესურსი აღარ ჰქონდეთ დამოუკიდებელ კანდიდატებს. დაეხმარეთ ასეთ კანდიდატებს, რადგან მათ ძალიან უჭირთ რეგისტრაციისათვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ უნდა მოვუგოთ ბრძოლა "ედინაია როსიის" ბაცაცებს. მიიღეთ მონაწილეობა "გონივრულ არჩევნებში." 

მოსკოვის საკრებულოს არჩევნები წელს, სექტემბერში უნდა ჩატარდეს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top