პარლამენტში ნიკა მელიასთვის პარლამენტარის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე მსჯელობენ

ეს პერსონა

2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამეტის წევრის ნიკა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე შუამდგომლობა წარუდგინა, აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. 

სხვადასხვა დროს საქართველოს საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატის შეჩერების თაობაზე პარლამენტს რამდენიმეჯერ უმსჯელია. 

2004 წლის 20 მაისს პარლამენტმა თანხმობა მისცა გიორგი კენჭაძის დაპატიმრებას, რომელსაც შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვდა.  

ვალერი გელაშვილი - 2006 წლის 31 მარტს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრს, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით.

გია ნუცუბიძე - 2006 წლის 28 ოქტომბერი, პარლამენტმა თანხმობა მისცა მის დაპატიმრებას. 2007 წლის 25 სექტემბერს გია ნუცუბიძეს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 

ვალერი გელბახიანი - 2008 წლის 31 იანვარს პარლამენტმა თანხმობა მისცა მის დაპატიმრებას. იმავე დღეს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

თუ ნიკა მელიას პარლამენტი  უფლებამოსილებას  შეუჩერებს, მას პროკურატურა დააკავებს, მას მხოლოდ მაშნ შეუწყდება უფლებამოსილება, თუ სასამართლო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობს

 

0
0
0
0
0
ეს პერსონა
Top