ტოჩინოშინის 5-დან 5 მარცხი

ეს პერსონა

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმ "დოლფინ არენაზე" მეხუთე დღეა, გრძელდება სუმოს წლის მე-4 სუპერტურნირი "ნაგოია ბაშო".  ასპარეზობის მე-5 დღეს ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მაისის ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა იყო. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი კვლავ სუსტად გამოვიდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველს 0-5 ბალანსი აქვს და პრაქტიკული შანსიც კი არ დარჩა, რომ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსიროს. სავარაუდოდ, ლევანი ასპარეზობას გამოეთიშება და ტურნირს კაჩი-კოშიც 0-15 ბალანსით დაასრულებს.

 

0
0
0
0
0
ეს პერსონა
Top