გია კორკოტაშვილი ახალ სამოქალაქო-პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

ეს პერსონა

სამოქალაქო აქტივისტი გია კორკოტაშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. როგორც კორკოტაშვილი აცხადებს, მის მიერ დაფუნძნებული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. "საქართველოში არსებულმა არასახარბიელო პოლიტიკურმა მდგომარებამ, რომელიც წლებია უკვე უიმედოდ გრძელდება და საქართველოს ყველა მხარეში მრავალი ჩვენი მხარდამჭერის სურვილმა და მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ ამა წლის სექტემბერში, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისია” გადაკეთდეს პოლიტიკურ მოძრაობად, რომელიც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას! საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ქართული მისია” დაფუძნდა 2015 წლის 17 აპრილს და მას სწორედ გია კორკოტაშვილი თავმჯდომარეობს. ზემოაღნიშნული, საინფორმაციო სააგენტო "ეS პერსონას" თავად გია კორკოტაშვილმა დაუდასტურა. 

 

1
1
0
0
0
ეს პერსონა
Top