"მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია" - ბიძინა ივანიშვილი ევრსოსაბჭოს პრეზიდენტზე

ეს პერსონა

ბიძინა ივანიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა. მან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან პირველი შეხვედრა გაიხსენდა  და  საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან  თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში – როგორც პოზიციას, ისე – ოპოზიციას. ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. " - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 

0
0
0
0
0
ეს პერსონა
Top