"ევროპული საქართველო" VS "ნაციონალური მოძრაობა" - რა მოხდა?

ეს პერსონა

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან გააკრიტიკა სოფო ვერძეულის განცხადება და რეალობის მისეული ხედვა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" კახიძის ვრცელი სტატუსიდან აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ის პუნქტი, სადაც საუბარი ნიკა მელიას და მის ბრალეულობას შეეხება:
"ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე."

კახიძეს მალევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე:

"სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?" 

ბარამიძემ "ევროპულ საქართველოს" განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა და არ დააყოვნა გიგა ბოკერიას განცხადებამაც, რომელიც სოციალურ ქსელში ღამის 2-3 საათის შუალედში გამოქვეყნდა.


გთავაზობთ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს, რომელთაც ქვემოთ იხილავთ.

0
1
1
0
0
კომენტარები
ოთარ კახიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე;
გიორგი ბარამიძე
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის რაც ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა? რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?
გიგა ბოკერია
პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი
უფრო ვრცლად
მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთოს პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო. ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილის უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია. ჩვენი საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება, მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში.
ოთარ კახიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ოთარ კახიძე მერაბ მეტრეველის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის სოფო ვერძეულის განცხადებას განიხილავდა: "ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ცუდად თქვა - ნაციონალური მოძრაობა უნდა დაეკონკრეტებინა და მანდაც გადღაბნა გზავნილი, მაგრამ მის სტატუსში საკვანძო იყო “აქცია ძალადობრივი გახდა”, რითიც აგრესიულ ჯგუფთან ერთ ქვაბში ჩაყარა მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც არც შეხებაში იყვნენ პოლიციასთან და წესიერად არც იცოდნენ, რა ხდებოდა."
ოთარ კახიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ოთარ კახიძე მერაბ მეტრეველის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის სოფო ვერძეულის განცხადებას განიხილავდა: "ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ცუდად თქვა - ნაციონალური მოძრაობა უნდა დაეკონკრეტებინა და მანდაც გადღაბნა გზავნილი, მაგრამ მის სტატუსში საკვანძო იყო “აქცია ძალადობრივი გახდა”, რითიც აგრესიულ ჯგუფთან ერთ ქვაბში ჩაყარა მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც არც შეხებაში იყვნენ პოლიციასთან და წესიერად არც იცოდნენ, რა ხდებოდა."
ნიკა მელია
საქართველოს პარლამენტის წევრი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
ნიკა მელია ოთო კახიძის კომენტარს, მერაბ მეტრეველის პოსტში გამოეხმაურა: "ოთოს ვენაცვალე, მე რა განცხადებებიც ვაკეთე, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც, აი, შენი განცხადება კი, ახლა მაინც, როცა საარჩევნო პერიოდი არაა, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა ვიმეორებდეთ იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს პ.ს. ისე პირველი დღეები სულ იმას ვამბობდი 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ლიდერებს აბრალებდა უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას. ცოტაც და შენც მანდ ხარ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ"
ოთარ კახიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ოთარ კახიძემ ნიკა მელიას კომენტარებშივე მალევე უპასუხა: "ნიკას ვენაცვალე, კრიტიკა შეგიძლია მიიღო, როცა იმსახურებ, მარტივად - რომ მაშინ ჯობდა ეგ განცხადება არ გაგეკეთებინა. ან შეგიძლია არც მიიღო და შენ აზრზე დარჩე, რომ სწორად მოიქეცი, მე ჩემი შეფასება მექნება. მერე საზოგადოებამ გაარჩიოს, რომელია პასუხისმგებლიანი და სწორი. რაც შეეხება დაბრალებას, არ მეშლება დამნაშავის იდენტიფიცირება, 1. გავრილოვის ჩამოყვანა; 2. კობახიძის თანამდებობაზე დატოვება; 3. პოლიციის ჭიშკრის გარეთ გამოყვანა; 4. პირობის დარღვევა მოლაპარაკებაზე და გაზის სროლა; 5. დაშლა გაფრთხილების გარეშე; 6. ადამიანის დამასახიჩრებელი ტყვიების გამოყენება; 7. თავში, თვალებში და ახლო მანძილიდან სროლა - ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მაგრამ შენ შენი წილი პასუხისმგებლობა გაქვს კონკრეტულ მომენტში რომ გამწვავება მოხდა სიტუაციის და მერე ერთად გვიწევდა აგრესიული ხალხის დამშვიდება/შეკავება. არც სისხლისღვრას გაბრალებ და შენზე მიმდინარე დევნაც სრულ მარაზმად მიმაჩნია, ჯერ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე და მერე სასამართლო დარბაზში დავაფიქსირე ეს პოზიცია და მინიმუმ უხერხულია შენგან კომუნისტებზე პარალელი. დანაშაულს კი არ გაბრალებ, პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად ვაფასებ შენ საქციელს."
ნიკა მელია
საქართველოს პარლამენტის წევრი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
"ეჰ, ახლა იმდენ რამეს დავწერდი. უბრალოდ ამის დრო ნამდვილად არაა. დანარჩენი შენ იცი, chin up and good luck" - უპასუხა მელიამ კახაძეს
თამარ ჩერგოლეიშვილი
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი
უფრო ვრცლად
თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების კომენტარებით აღშფოთდა, რომელიც გიგა ბოკერიას განცხადების კომენტარებში იწერებოდა: "აი აქ კომენტარებში შეიხედეთ და ეგრევე მიხვდებით: 1. რატომ დაიშალა ენმ 2. რატომ ღმუის საპროტესტო აქცია ენმ-ის წევრთა მიმართვებზე და სააკაშვილის ხსენებაზე 3. რატომ უნდა იყო ყოველთვის და ყველგან შორს ნაცი ველურებისგან 4. რატომ მივიჩნევ დოყლაპია იდიოტად ყველას, ვისაც ნაცებთან რამეზე შეთანხმების იმედი აქვს 😂"
ეს პერსონა
Top