მამუკა ბახტაძემ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაშავებულ სამხედროს ბინა გადასცა

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად ქართველ სამხედროს ბინა გადასცა. უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავდა. ის აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ლეიტენანტი სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და  საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს.

"დღეს გმირ ლეიტენანტ ივერი ბუაძეს, რომელიც 2017 წლის სექტემბერში, ავღანეთში ,,მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა, ბინა გადავეცით.მან, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, შეძლო 3 ქართველი დაჭრილი სამხედროს გადარჩენა, რა დროსაც თავად დაიჭრა უმძიმესად.ივერის მაგალითზე უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა საქართველოში." - წერს  მამუკა ბახტაძე. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top