ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფებიც ერთ ლარად შეიძენენ

ეს პერსონა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, არსებული დიფერენცირება მოიხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ, – ამის  შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივა დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. პრემიერმა განმარტა, რომ საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top