"არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ, თუ არა ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა" - ბიძინა ივანიშვილი

ეს პერსონა

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტია ისევ უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში, თუმცა თუ ასე არ მოხდება, "ქართული ოცნება" ითანამშრომლებს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. 

"რა თქმა უნდა პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ალბათობა იმისა რომ ერთმა პარტიამ და მათ რიცხვში "ქართულმა ოცნებამ" გადალახოს 50-%-იანი ბარიერი იქნება რთული, მაგრამ არის შესაძლებელი. მაგრამ არაა აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე და საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას, უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ახალგაზრდების მხრიდან მზაობა იგრძნობა. მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს და მეტმა გაიზიაროს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ. თუ არა და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან, ვისთან და როგორ, ამაზე 2020 წელს ვისაუბროთ, ჯერ ნაადრევია" - განაცხადა ივანიშვილმა. 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top