ბათუმის საკრებულოში დღეს მეორედ, ამჯერად ტერენტი გრანელის გამო იჩხუბეს

ეს პერსონა

დღეს, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. ამჯერად კამათის მიზეზი ტერენტი გრანელი გახდა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა გრანელს პროზაიკოსი უწოდა, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მას მოუწოდა დაეზუსტებინა ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. 

კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცავები. გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top