„ოლიგარქი რომელიც ხელისუფლებაში შეძრომას ცდილობს“ - სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეზე  

ეს პერსონა

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ ამბიციებზე საუბრობს და ოლიგარქს უწოდებს. სააკაშვილი  რიგგარეშე არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე აცხადებს,  - "ახლა მნიშვნელოვანია "ოლიგარქების გაწევა რადგან ქართველი ხალხი უნდა იყოს თავისი ქვეყნის ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა". 

"ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არდახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. რა თქმა უნდა, აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მქონე მთავრობის ჩამოყალიბება და ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს – ძველი ოლიგარქი ივანიშვილი და თუნდაც ახალი ოლიგარქები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ, იგივე (მამუკა) ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს (თავისი ქვეყნის) ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველოს”, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

წყარო: marshalpress.ge
0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top