ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 უცხოელს, მათ შორის ქართველ მეომარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

ეს პერსონა

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის  ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 უცხოელს მოქალაქეობა მიანიჭა. 

"უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა სერგეი ალექსეევიჩს, სტანისლავ გიბადულინს, სერგეი გნოევს, ნუგზარ კანდელაკს, ანდრეი კოვნირენკოს, ნიკიტა მაკეევს, დენის პროხოროვსა და ალექსეი სივოხინს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო ქმედებების უშუალო მონაწილეები არიან“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

1
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top