ქართველი მეღვინეები, ბაია და გვანცა თავიანთ ღვინოს დიდ ბრიტანეთში გაყიდიან

ეს პერსონა

ქართველი მეღვინეები, ბაია და გვანცა აბულაძეები თავიანთ პროდუქციას დიდი ბრიტანეთის მაღაზიებში გაყიდიან. ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი წერს.  ბრიტანეთი მათთვის ევროკავშირის წევრი მეორე ქვეყანა იქნება, სადაც თავიანთ პროდუქციას გაიტანენ. 2017 წელს დაიწყო ბაიას ღვინის ექსპორტი ავსტრიაში ავსტრიელი პარტნიორის დახმარებით, რომელიც მან თბილისში საერთაშორისო გამოფენაზე გაიცნო.

ბაია და გვანცა მცირე მეწარმეობას ერთად უძღვებიან და იყენებენ ისეთ იმერულ ჯიშებს, როგორებიცაა "ცოლიკოური", "ციცქა", "კრახუნა" და "ოცხანური საფერე". დების გეგმაა იმ დაკარგული ყურძნის ჯიშების გაშენებაც, რომლებსაც მეურნეობაში აღარ იყენებენ და მხოლოდ ლაბორატორიებშია დაცული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top