საქართველოს ნაკრები ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრა

ეს პერსონა

21 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3600 მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბ/რ ჭიდაობა) იასპარეზებს 36 სპორტსმენი. ნაკრები ბაქოში გუშინ გაემგზავრა, გუნდი აზერბაიჯანში საქართველოს განათლების, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა გააცილა. ქართული დელეგაცია ამ ფესტივალზე რამდენიმე მაღალი სინჯის მედალს ელოდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top