ტასის მძღოლები მერიასთან მოლაპარაკების რეჟიმზე გადავიდნენ

ეს პერსონა

ტაქსის მძღოლები  აქცია დღეს გაიმართება, მაგრამ მას საინფორმაციო ხასიათი ექნება. ამის შესახებ ტაქსის მძღოლების წარმომადგენელმა არჩილ არჯევანიძემ დღეს დილით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მერიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მარჯვენა საჭიანი ტაქსები " ბე" კატეგორიაში დარჩებიან 2021 წლის 1 იანვრამდე. ასევე, მძღოლები თავად გადაწვეტენ, თეთრად შეღებონ ავტომობილები, თუ ფირი გადააკრან. არჩილ არჯევანიძის თქმით, მერიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება სხვა საკთხებზეც. ტაქსის მძღოლების მიერ აქციების შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელოებში უკვე მოჰყვა უკმაყოფილება. ბევრი ფიქრობს, რომ მძღოლები შეშინდნენ და მიაჩნიათ, რომ მათ კონკრეტული  მოთხოვნების გარდა, პოლიტიკური მოთხოვნებიც უნდა დაეყენებინათ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top