„გაუმარჯოს საქართველოს“ - რუსი ტელეწამყვანი და მსახიობი იური ნიკოლაევი

ეს პერსონა

„გაუმარჯოს საქართველოს“ - ასე გვამხნევებს ქართული ღვინით მუსკიალური გადაცემების ცნობლი წამყვანი იური ნიკოლაევი. მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში დაბადებული და გაზრდილი იური ნიკოლაევის ბედისწერა, ბევრი ქართველის ცხოვრებას ჰგავს. მისი ბაბუა კომუნისტების რეპრესიებს გაექცა და ემიგრაციაში, კანადაში გაარძელა ცხოვრება, სამაგიეროდ, მშობლები ალექსანდრე და ვალენტინა საბჭოთა პოლიციასა და უშიშროებაში მუშაობდნენ. იური ნიკოლაევს „მეამბოხე სული“, როგორც ჩანს ბაბუასგან გამოჰყვა-საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, როცა საარჩევნო კამპანიები იმართებოდა მოსკოვში, მას მიჰყავდა კონცერტები სახელწოდებით: „ბორის ელცინი ჩვენი პრეზიდენტია“.

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში იური ნიკალევი ცნობილი გადაცემების „გალუბოი აგანიოკი“, „უგადაი მელოდიი“, „პესნია გოდა“, ფესტივალ „იურმალას“, უცვლელი წამყვანია. შესაბამიად მან აუწყა მაყურებელს სოსო პავლიაშვილის, თამრიკო გვერდწითელისა და სხვა ქართველი მომღერლების გამარჯვების შესახებ.

71 წლის წამყვანს, ერთხანს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, მაგრამ დღეს კვლავ მხნედ გრძნობს თავს და ის მოსკოვში 1 არხის დილის საავტორო გადაცემა „ჩესნაია სლოვა“ -ს წამყვანია.

იური ნიკოლაევი საბჭოთა დროიდან მოყოლებული იცნობს საქართველოს. 1971 წელს სს „ქართული ფილმი“ -ის რეჟისორმა დავით რონდელმა გადაიღო ფილმი „ზოია რუხაძე“, სადაც ნიკოლაევიც თამაშობს.

 

6
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top