გაიცანით პროექტი, რომელიც სამმა მეგობარმა საქართველოს პოპულარიზაციისთვის შექმნა

ეს პერსონა

SHARA - Georgia on Track ახალი პროექტია, რომელიც საქართველოს ისტორიისა და ტურისტული ადგილების   პოპულარიზაციითვის შეიქმნა. პროექტის ავტორები როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა არიან. ისინი სპეციალური დიზაინით შემნილი ავტომობილით  7 ქვეყანაში იმოზგაურებენ და დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
Georgia on Track-ის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, რომ კამპანიის მონაწილეები ქალაქებში ორენოვან საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ. ისინი ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით სოციალური ქსელების მომხარებლებს მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ასევე, სოციალური გვერდების მეშვეობით, ადამიანებს შეეძლებათ, რომ  გაეცნონ საქართველოს შესახებ საინტერესო ფაქტებსა და ინფორმაციას, სურვილის შემთხვევაში კი დაინტერესებულ პირებს პროექტის ავტორები თავად შეხვდებიან და დეტალურად გააცნობენ საქართველოს. 
როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ კამპანიაში ჩაერთონ, რათა საინფორმაციო მასშტაბი მაქსიმალურად გაიზარდოს. 
SHARA - Georgia on Track გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთს და თურქეთს 1 კვირის განმავლობაში  შემოივლის.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top