ამერიკელი რეპერი A$AP Rocky-ი შვედეთში თავდასმის ბრალდებით დააპატიმრეს

ეს პერსონა

ამერიკელ რეპერ A$AP Rocky-ს შვედეთის ციხეში კიდევ, სულ ცოტა, 1 კვირის გატარება მოუწევს. როგორც შვედური მხარე განმარტავს, მათ გამოძიებისთვის მეტი დრო სჭირდებათ, ასევე მათი განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ რეპერმა ქვეყნის ტერიტორია დატოვოს. სწორედ ამიტომ გამოძიების დასრულებამდე A$AP Rocky პატიმრობაში რჩება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, შვედეთში დაკავებულ რეპერს A$AP Rocky-ის თავდებად ჩაუდგეს.  A$AP Rocky-ის გასათავისუფლებლად ზომების მიღება დონალდ ტრამპს ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა სთხოვა. სტოკჰოლმის პოლიციამ თავდასხმის ბრალდებით რეპერი A$AP Rocky 3 ივლისს დააკავა მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ სცემენ A$AP Rocky და მისი თანხმლები პირები კაცს სტოკჰოლმის ქუჩაში. მოგვიანებით რეპერმა Instagram-ზე ჩხუბამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უცნობი პირი რეპერის ერთ-ერთ თანმხლებ პირს ესხმის თავს, შემდეგ კი კომპენსაციას ითხოვს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top