ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელეს?

ეს პერსონა

საქართველოს ყველა მოქალაქის პირადი ცხოვრება კონსტიტუციით დაცული და გარანტირებულია. ძირითადი კანონით მინიჭებული უფლების დარღვევის ბოლო ფაქტი 2019 წლის იანვარში გამოვლინდა და ის  კანონმდბელ ეკა ბესელიას შეეხო. გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ არის გადაღებული 2012 წლის მაისში. მოგვიანებით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, უპრეცედენტოდ ბევრს - 19 ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრა.  ამ საქმეზე დღეს კიდევ ორ პიროვნებას დ.ა.-ს და მ.დ.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორომაციით,  დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „ფესიბუკი“-ს მესინჯერით, დ.ა.-მ და მ.დ.-მ  პირველებმა ატვირთეს და გაავრცელეს.

 


ვინ არის მ.დ. ?
ქართულ მედიაში გავრცელებული მასალებით ირკვევა, რომ მ.დ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი მზია დოლბაძეა.
„საქმის მასალებში დევს მიმოწერა, რომ - აბა მიდი გამოუშვი ვიდეო, კარგად გავერთობითო. ვერ გეტყვით, რამდენად პოლიტიკური მოტივები შეიძლებოდა ჰქონოდა ვინმეს, მაგრამ ნუ ეს ადამიანი თვითონ სოციალურ ქსელში არ მალავს მის პოლიტიკურ სიმპატიებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. კომენტარებსაც ტოვებს მათთან, მაგრამ რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი, რთული სათქმელია“, - ამბობს მზია დოლბაძის ადვოკატი დალი ბარბაქაძე.   


ვინ არის დ.ა.?
მზია დოლბაძეს, ვინც გართობას სთავზობდა ის დიმიტრი ანდრეევია, რომელიც მეუღლესთან ერთად დაპატიმრებულია და სომხეთში იხდის სასჯელს. ცოლ-ქმარმა სომხეთში სერიული მკვლელის სახელი უკრაინიდან სომხეთში ექსტრადირებულ შოთა მაღლაკელიძესთან ერთად „მოიპოვეს“.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება გრძელდება და მის დასრულებამდე კითხვები: საიდან გაიცნეს მზია დოლბაძემ და დიმიტრი ანდრეევმა ერთმანეთი. არის თუ არა ის საერთო მესიჯბოქსი, სადაც ნაცინალური მოძრაობის ფანები ერთმანეთს წერილებს უგზავნიან და გამოიყენა თუ არა მზია დოლბაძემ ეს საერთო მესიჯბოქსი დიმიტრი ანდრეევისთვის ვიდეოს გადასაგზავნად, კვლავ ღიად რჩება.


 

0
1
2
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top