"სააკაშვილი თავს დაესხა როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე მშვიდობის დამცველებს" - სერგეი ლავროვი

ეს პერსონა

სერგეი ლავროვი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საქართველოს შესახებ საუბრობს.  ლავროვმა, 2008 წლის აგვისტოს  ომი გაიხსენა და რუსეთის ამჟამინდელ ტურისტულ ემბარგოზეც ისაუბრა.

"ჩვენ არასოდეს გვსურდა საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავება. ქართულმა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაწყვიტა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები და შეავიწროვა ჩენი ეკონომიკური კავშირები, მაგრამ ეკონომიკურმა ინტერესებმა საბოლოოდ გაიმარჯვა. ეს ხდება იმიტომ რომ, ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა აშშ, რისი საშუალებაც აქვთ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ რუსეთს მეზობლები წაართვან. თქვენ ალბათ გახსოვთ 2008 წელი, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილმა სრულიად დაკარგა რეალობის აღქმა, გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრა შეიარაღებული გზით, შემდეგში აფხაზეთთან და არცერთ გაფრთხილებას დაუგდო ყური, მათ შორის პრეზიდენტ პუტინისგან მომავალსაც.

ათობით ამერიკელბა ინსტრუქტორმა გაწვრთნეს საქართველის სპეციალური დანიშნულების რაზმები და სხვა დაჯგუფებები. სამხრეთ ოსეთის წართმევის ბრძანება იყო კრიმინალური გადაწყვეტილება. ეს ყველამ იცის. სააკაშვილი თავს დაესხა როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე მშვიდობის დამცველებს, რომელთა გარკვეული ნაწილი რუსეთის მოქალაქეებს წარმოადგენდა.  მე დარწმუნებული ვარ აშშ გონივრულ პოლიტიკას რომ მიყვეს, რომელიც გულისხმობს ორმხრივ პატივისცემას მის პარტნიორებთან, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ევრო კავშირი ან რომელიმე სხვა ქვეყანა, ჩვენ გლობალური პრობლემების ბევრად ეფექტურ და საიმედო გამოსავალს ვიპოვით. ჩვენ ვაშინგტონთან დიალოგს ვაწარმოებთ, ვცდილობთ ავხსნათ ჩვენი პოზიცია სხვადასხვა სახის საერთაშორისო განვითარებასთან დაკავშირებით. ბოლო შეხვედრამ პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის გვაჩვენა რომ აშშ-ს პრეზიტენდი მოსურნეა იმის რომ ორივე მხრისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ."  - განაცხადა ლავროვმა

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top