მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდების მიერ, მის გარშემო დაწყებულ კრიტიკულ დისკუსიას ეხმაურება

ეს პერსონა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდების მიერ, სოციალურ ქსელში დაწყებულ დისკუსიას ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ  მისთვის ახალგაზრდების მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა მისაღებია და  მთავარია, რომ  საერთო მტერთან ბრძოლასა და ოპონირებაში იყვნენ ერთიანები. მესამე პრეზიდენტი დასკვნაში მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავს და ამბობს, რომ მათ აფასებს. სავარაუდოდ, სააკაშვილი ამ პოსტით სამოქალაქო აქტივისტ შოთა დიღმელაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც თავის მხრივ სააკაშვილის მოწოდებას, რომ საზოგადოებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოითხოვოს, სოციალურ ქსელში უპასუხა. 

" კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნით და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი და ამ კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თა­ნა­ვე დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ 5 დღე­ში მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ამ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ თვი­თონ გა­დავ­წყვეტთ, რა მო­თხოვ­ნე­ბი და­ვა­ყე­ნოთ და რა არა. შე­გიძ­ლი­ათ, გა­დას­ცეთ ექ­სპრე­ზი­დენტს". - აღნიშნა დიღმელაშვილმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top