საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებს მიმართავს

ეს პერსონა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებს მიმართავს. მიმართვაში აღიშნულია, რომ მთავრობას აქვს ცუდი პრაქტიკა იმ მხრივ, რომ ისინი ხშირად მედიას აწვდიან ბრიფინგის ანონსს თემის გარეშე. თემის დასახელების გარეშე მიწვევა განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აყენებს მაუწყებლებს, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ბრიფინგი ჩართონ პირდაპირ ეთერში თუ სიუჟეტის ფორმატში გააშუქონ. ეს კი გავლენას ახდენს მთლიანი საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვაზე. 

მიმართვას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების გარდა უერთდება 28 მედიასაშუალება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
გია აბაშიძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი
უფრო ვრცლად
რა დასანანია, როცა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუთითებს რა ხარვეზებზე ზოგიერთი სამთავრობო პრესსამსახურის მუშაობაში, განცხადებაში წერს 'ძალოვანს' [Силовики]. არა და დესოვიეტიზაცია გვინდა...
ეს პერსონა
Top