"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გაყიდვა არ დასტურდება

ეს პერსონა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" იყიდება და შესაძლოა ის რუსულმა კომპანია "როსტნეფტმა" შეიძინოს, არ დასტურდება. როგორც "ეS პერსონას" კომპანიის პრეს-სამსახურში განიცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ 19 აპრილს კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" საჯარო რეესტრში ამონაწერი გააკეთა და არ არის გამორიცხული, რომ კომპანიაში მართლა განიხილებოდეს მისი გაყიდვის საკითხი. 

გაიყიდება თუ არა "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" და ვინ იქნება მისი მყიდველი, ან რატომ "ასწია" თემა "რუსთავი 2"-მა?! - სოციალურ ქსელში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პირად ინტერესებზე წერენ და სწორედ პირადი სარგებლის დაკარგვის შიშსს მიაწერენ "ვისოლის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. 

0
0
0
0
0
ეს პერსონა
Top