„ვინ „ამოისუნთქა“ 2008 წელს“ - გურამ ნიკოლაშვილის შეფასება

ეს პერსონა

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის აფასებს საკუთარ facebook ჩანაწერში "ვინ "ამოისუნთქა" 2008 წელს". ნიკოლაშვილი აფასებს სააკაშვილის მოქმედებებს, რომელიც ომს წინ უძღოდა, ასევე ომის შემდეგ ტალიავინის საგამოძიებო კომისიის დასკვნას. ექსპერტი ასევე ეხება 2007 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტს, რომლის შემდეგაც რუსეთმა სამხედრო სწავლება "კავკასია 2008" ჩაატარა. ნიკოლაშვილი სააკაშვილის პოლიტიკურ ხედვებს ეგოისტურს უწოდებს და ამბობს, რომ "სააკაშვილმა მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა რუსეთზე, როგორც მტრის ხატზე ააგო."

"რუსეთი, რომლის ხელშეწყობითაც გაღვივდა სეპარატიზმი საქართველოში, რომლის მეშვეობითაც გაიყინა ეს კონფლიქტები და რომელსაც რეალურად ეჭირა ხელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები, ყველაზე კარგი და სწორი კანდიდატურა იყო გარე მტრის ხატის როლის შესასრულებლად. ოპოზიციონერები გახდნენ რუსეთის აგენტები, ბადრი პატარკაციშვილი, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი, იყვნენ რუსული ინტერესების გამტარებელი ოლიგარქები, 7 ნოემბერი იყო რუსული სცენარის განეიტრალება, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძვრა საქართველოში საბოლოოდ უკავშირდებოდა რუსეთს. დღემდე ეს ხალხი საუბრობს რუსულ სცენარებზე“, - წერს ფეისბუქ ჩანაწერის ავტორი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top