მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერი წერს, რომ ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, დაიღუპა ასეულობით ჩვენი ქვეყნის მოქალქე. პრემიერ განცხადებაში მაშინდელი ხელისუფლების როლსაც უსვამს ხაზს და წერს, რომ იმ ხელისუფლებამ  თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი. ბახტაძე დეოკუპაციის ფორმულად მუხლჩაუხრელ შრომას და მშვიდობიანი განვითარების პოლიტიკას ასახელებს. 

"პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს.

დიდება გმირებს!" - წერს ბახტაძე საკუთარ მიმართვაში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top