"სარკოზი კლოუნივით მოიქცა" - სააკაშვილის ინტერვიუ IWPR-სთან

ეს პერსონა

"The Institute for War & Peace Reporting" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს სათაურით "როგორ გაყიდა დასავლეთმა საქართველო". მიხეილ სააკაშვილი "The Institute for War & Peace Reporting"-თან ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრობს.

"ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა საქართველოში შემოჭრას" - ამბობს ქვეყნის ყოფილი პირველი პირი. სააკაშვილი ამბობს, რომ ისინი აფრთხილებდნენ დასავლელ პარტნიორებს, რომ რუსეთისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და საქართველოს ამის მძიმე გამოცდილება ჰქონდა, თუმცა მას და მის გუნდს მაშინ ევროპელებმა და ამერიკელებმა არ დაუჯერეს.

ექს-პრეზიდენტმა ამჟამინდელი გერმანიის პრეზიდენტისა და იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანც ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი გაიხსენა. "შტაინმაიერი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და გვითხრა რუსები თქვენს ტერიტორიაზე შემოვლენო." სააკაშვილი გერმანელ პარტნიორებზე ამბობს, რომ ისინი არანაირ ხედვას არ სთავაზობდნენ ქვეყანას, როგორ აერიდებინათ ეს კატასტროფა.

სააკაშვილი, ასევე, ადანაშაულებს ნიკოლა სარკოზის. მისი თქმით, სარკოზიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომის უშუალო საცეცხლე სიტუაციის მოგვარებაში, თუმცა შემდეგ ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგა. 

სარკოზი აწარმოებდა მოლაპარაკებებს და იყო მედიატორი ცეცხლის შეწყვეტის საკითხებში, რომელმაც ომი დაასრულა, თუმცა სააკაშვილი თვლის რომ ამ პროცესში იგი გარკვეული ზეგავლენის ქვეშ იყო მისტრალის საკითხთან მიმართებაში, რომელიც იმ პერიოდში რუსეთისთვის უნდა მიეყიდა საფრანგეთს. 

უშუალო საომარი პროცესის დასრულების შემდეგ, რუსეთმა დაიწყო მოლაპარაკებები საფრანგეთთან მისტრალის შესყიდვასთან დაკავსშირებით, რომელიც შავი ზღვის სივრცეში უნდა განლაგებულიყო - რაც გამაღიზიანებელი ნიშანი იყო ნატოს რეგიონის ქვეყნებისთვის და კონკრეტულად საქართველოსთვის.

"სარკოზი მოიქცა კლოუნივით. მან მისტრალის გაყიდვის პერსპექტივები ცეცხლის შეთანხმებაზე გაყიდა" - თქვა სააკაშვილმა.

არ მალავს უკმაყოფილებას შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიმართ, რომლის ყოყმანმა და უმოქმედობამ რუსებს, როგორც სააკაშვილი ამბობს "მწვანე შუქი აუნთო".

თავის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სააკაშვილი შენიშნავს, რომ მან საკმარისად კარგად ვერ დაარწმუნა დასავლელი პარტნიორები, თუ რა სახის პრობლემის წინაშე იდგა ქვეყანა, რის შედეგადაც ქვეყანას ომი თავიდან ვერ ააცილა. 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top