ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

ეს პერსონა

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით დაუშვებლად ცნო მხარეთა საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამანაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს." - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top