ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული - პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ს. თბილისში დააკავეს. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, მამაკაცი  მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა . ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 5 აბი ამოიღო.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top