პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებებს უპასუხა - ვიდეო

ეს პერსონა

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა "ქრონიკის" ეთერში ნიკა გვარამიას განცხადებაზე "ცუდი კონტრაქტი არ არის დანაშაული, ეს არის ზარალის მომტანი" განმარტება გააკეთა. გულუაშვილის თქმით სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი არ არის კონტრაქტი კარგია თუ ცუდი და რომ გვარამიას უნდა ემოქმედა მეწარმეთა შესახებ კანონით.

გულუაშვილი ასევე პასუხობს გვარამიას განმარტებას კონტრაქტით მიღებული სარგებელის შესახებ, რომელიც "ინტერმედიიდან" 2016 წელს მიიღო და ამბობს, რომ 2015 წელს აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული ურთიერთობა და ფინანსური შედეგები არანაირი კავშირი არ არის 2016 წელს ანალოგიური ხასიათის ხელშეკრულებებთან. 
"2015 წლის 16 იანვრას გაფორმებული ხეშეკრულების შესრულება მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ "რუსთავი 2" საბოლოო ჯამში მიღებდა 6 მლნ 700 000 ლარს" -  განაცხადა გულუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ "ინტერმედიასთან" დადებულ ხელშეკრულებაზე ის უბრალოდ ხელმომწერია და ტექსტის შინაარსი მის კომპეტენციას არ წარმოადგენს გულიაშვილი ამბობს, რომ გვარამია ძალიან კარგი იურისტია და დარწმუნებულია, იცოდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top