შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა - ვიდეო

ეს პერსონა

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 წლის წინ, ამ დღეს, ქართველ სამხედროებსა და რუს ჯარისკაცსებს შორის, სოფელ შინდისში ბრძოლა გაიმართა. რუსული ბატალიონის მეთაური გაოგნებული იყო ქართველების წინააღმდეგობით. მან დამხმარე ჯგუფებიც გამოიძახა. ბოლოს რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გააკეთა და ბრძოლის ველზე 17 ქართველი გმირულად დაეცა.

ბრძოლაში დაიღუპნენ: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი,ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top