პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას გეგმავს

ეს პერსონა

დიდგორობის აღსანიშავ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. ის გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომ იქ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან გუგუტიანთკარში, სადაც რამდენიმე დღის წინ ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დეზინფორმაცია. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ისიც პირადად აპირებს ჩავიდეს სოფელ გუგუტიანთკარში და გაეცნოს იქ არსებულ მდგომარეობას. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top