"დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის" - მამუკა ბახტაძე

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიდგორის ველზე დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. როგორც ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დიდგორის გამარჯვება  სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება  იყო. მისივე განცხადებით,  ბრძოლა დღესაც გრძელდება და ის არის მუხლჩაუხრელი შრომა და ქვეყნის უანგარო სამსახური. 

"უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ მეგობრებო, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის.

​დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნებით, დიდი სიყვარულით,მუხლჩაუხრელი შრომითა და რაც მთავარია ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო,ისეთი ევროპული ყაიდის ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, რომლისთვისაც ჩვენი დიდი წინაპრები და დავით აღმაშენებელი იბრძოდნენ", - განაცხადა ბახტაძემ. 

დიდგორობის დღესასწაულზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top