ლედი გაგა აშშ-ს იმ ქალაქებში სადაც მასობრივი სროლები მოხდა სასკოლო აქტოვობებს დააფინანსებს

ეს პერსონა

პოპ-ვარსკვლავის  ლედი გაგას ფონდი ელ-პასოში, დეიტონში და გილროიში მომხდარი მასობრივი სროლების გამო ამ ქალაქებში "სასკოლო პროექტს" დააფინანსებს. პროექტი აღნიშნული ქალაქების  სკოლების 145-მდე კლასში განხორციელდება. 

"ვუსამძიმრებ მსხვერპლების ოჯახებსა და დაზარალებულ მოსახლეობას. ყველას უნდა ქონდეს კანონები, რომლებიც თავს დაცულად აგრძნობინებს საზოგადოებაში. ამ მომენტში მინდა, რომ ჩემი დაბნეულობა და გაბრაზება იმედად გადავაქციო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ". - წერს ლედი გაგა სოციალურ ქსელში. 

გასული თვეების განმავლობაში  - ელ-პასოში, გილროისა და დეიტონში მასობრივი სროლის შემთხვევები მოხდა. ელპასოში 4 აგვისტოს ვოლმარტში შეირაღებულ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ივლისს გილროიში გამართულ ნიორის ფესტივალზე მამაკაცის მიერ გახსნილ ცეცხლს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4 აგვისტოს მომხდარ მასობრივი სროლისას  დეიტონში 10 ადამიანი დაიღუპა. 

https://twitter.com/CNN/status/1161163234608648192?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1161163234608648192&ref_url=http%3A%2F%2Fespersona.ge%2Farticle%2F4215
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top