"ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს არ აშენებულა" - მამუკა ბახტაძე

ეს პერსონა

ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს არ აშენებულა, - ამის შესახებ საქართვრლოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე  განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები აქამდე არასდროს ყოფილა.

" დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს არ აშენებულა. ჩვენ დღეს ვაშენებთ დაახლოებით 150 კმ სიგრძის ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება დაახლოებით 500 კმ-მდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია.", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top