“ქართული ოცნება” არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან” – მამუკა ბახტაძე

ეს პერსონა

„ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან; ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, აბსოლუტური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა არჩევნების შემდეგ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ  განაცხადა. 

როგორც მამუკა ბახტაძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი და უმჯობესია რომ მოვლენებს დაველოდოთ. 

„სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. ერთ წელზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი. სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან ვისმენთ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიტიკური ზღაპრები“,- აღნიშნა პრემიერმა.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top