"ხალხს ჰგონია, რომ პორნო ინდუსტრიაში მილიონერი გავხდი, სინამდვილეში კი 12 000 დოლარზე მეტი არ გამომიმუშავებია" - მია ხალიფა

ეს პერსონა

ყოფილმა პორნოვარსკვლავმა და ამჟამად ტელეწამყვანმა მია ხალიფამ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში საკუთარ ცხოვრებაზე, წარსულზე, ბავშვობაზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც ცხოვრების მანძილზე გადახდა. რასაკვირველია საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო ხალიფას პორნო სფეროში საქმიანობას. 2013-14 წლებში ის ყველაზე პოპულარული პორნოვარსკვლავი გახლდათ მსოფლიოში. მია ხალიფა წარმოშობით ლიბანელია და არაბული წარმომავლობის გამო, როგორც ტელეწამყვანი ყვება "ისლამური სახელმწიფო"-სგან მკვლელობის მუქარებს იღებდა. საკუთარ შემოსავლებთან დაკავშირებით ხალიფამ აღნიშნა, რომ საზოგაოდებაში არის აღქმა თითქოს მან ამ ინდუსტრიაში მილიონები იშოვა, სინამდვილეში კი მხოლოდ 12 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ხალიფა უკვე რამდენიმე წელიწადია პორნო ინდუსტრიიდან წავიდა და ახლა მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა.

0
21
3
5
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top