"თბილისის დინამომ" საშინაო მატჩამდე "ფეინოორდთან" 1981 წელი მოგებული მატჩი გაიხსენა

ეს პერსონა

"თბილისის დინამო"-ს ოფიციალური twitter გვერდი როგორც ჩანს "ფეინოორდთან" განმეორებითი მატჩის წინ განწყობას იქმნის. "დინამოელები" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "დინამო არენაზე" ჰოლანდიურ გუნდს დაუპირსპირდებიან. ჩვენებურებს ჰოლანდიაში 4-0 აქვთ წაგებული და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად მეტოქის მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებათ, რაც ფანტასტიკის სფეროდანაა. თუმცა, როტერდამელების საქართველოში ბოლო სტუმრობა მათთვის მაინცდამაინც სასაიამოვნოდ არ დასრულებულა. 1981 წელს გამართულ მატჩში ქართველებმა მრისხანე ჰოლანდიელებს 3-0 სძლიეს. "დინამო"-ს ოფიციალურმა twitter გვერდმა  სწორედ ამ მატჩის ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top