საქართველო „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელში“ დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა

ეს პერსონა

საქართველო „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელში“ დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა და ალბანეთის, ავსტრიის და ჩეხეთის შემდგომ რიგით მე-4 დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა. 
აღნიშნული გადაწყვეტილება 1 აგვისტოს ქსელის საბჭოს მიერ იქნა მიღებული. „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელი“ შეიქმნა 2005 წელს, მე-20 საუკუნეში ტოტალიტარული რეჟიმით დაზარალებული ხუთი ევროპული სახელმწიფოს (პოლონეთი, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) შეთანხმების საფუძველზე. შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რაც გულისხმობს გასული საუკუნის ომების, დიქტატორული მმართველობისა და იდეოლოგიურად მოტივირებული რეპრესიების შედეგების შეფასებასა და ანალიზს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top