"ძალიან დამამწუხრა ჩვენი კოლეგების ირაკლი ტორონჯაძის და დიმიტრი მანჯავიძის გარდაცვალების ამბავმა" - დავით ზალკალიანი

ეს პერსონა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირაკლი ტორონჯაძისა და დიმიტრი მანჯავიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მათ ოჯახებს უსამძიმრებს.

"ძალიან დამამწუხრა ჩვენი მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების ირაკლი ტორონჯაძის და დიმიტრი მანჯავიძის გარდაცვალების ამბავმა. ირაკლიც და დიმიტრიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - დამოუკიდებლობის პირველ წლებში შემოუერთდნენ და კეთილსინდისიერად ემსახურნენ თავიანთ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ თითეულ ჩვენთაგანს ბევრი სასიამოვნო რამ გვაქვს გასახსენებელი, რაც მათ სახელს უკავშირდება. ვუსამძიმრებ ირაკლის და დიმიტრის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ნათელში ამყოფოს მათი სული ღმერთმა!"- წერს ზალკალიანი განცხადებაში 

ირაკლი ტორონჯაძე და დიმიტრი მანჯავიძე სხვადასხვა დროს სახელმწიფო უწყებებში მუშაობდნენ, ორივე მათგანს დიპლომატიური საქმიანობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ორივე მათგანი რამდენი დღის წინ გარდაიცვალა. 

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top