პოლიციამ ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალადობის, გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძარცვის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. 

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა – წარსულში მრავალჯერნასამართლევმა ლ.ნ.-მ  და წარსულში გამოძალვისა და სხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.ა.-მ მოქალაქე ა.მ-ს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაართვეს კუთვნილი თანხა და პირადი ნივთები. ამის შემდეგ ბრალდებულები მას დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, პირადი და ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთი კვირის ვადაში 11 000 ლარამდე თანხის მიტანას სთხოვდნენ. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს – ვ.ს.-ს, იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top