ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს

ეს პერსონა

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა: ნიკოლოზ ბირკაძემ – ოქროს, ხოლო თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top